თვითმფრინავი კომერციულ შენობას დაეჯახა. შემთხვევა სამხრეთ კალიფორნიაში მოხდა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, მომხდარის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა, 10-მდე დაშავებული კი საავადმყოფოში გადაიყვანეს, 8 დაშავებულს კი დახმარება ადგილზევე გაეწია.
მცირე ზომის თვითმფრინავის ჩამოვარდნის გამომწვევი მიზეზი უცნობია. ასევე უცნობია გარდაცვლილი 2 ადამიანი თვითმფრინავის ბორტზე იმყოფებოდნენ თუ არა.