reuters-ის ინფორმაციით, თვითმფრინავში გარდაცვლილი ადამიანის ცხედარი იპოვეს. შემთხვევა United Airlines-ის რეისზე მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ცხედარი მას შემდეგ იპოვეს რაც თვითმფრინავი დაეშვა ჰავაის კუნძულ მაუიზე.
_ცხედარი აღმოაჩინეს ერთ-ერთ განყოფილებაში, სადაც განთავსებულია თვითმფრინავის სადესანტო მოწყობილობა, როდესაც ჩიკაგოს ო’ჰარის საერთაშორისო აეროპორტიდან United Flight 202 დაეშვა კაჰულუის აეროპორტში სამშაბათს ნაშუადღევს,_ ნათქვამია ავიაკომპანიის ვებსაიტზე.
გარდაცვლილის შესახებ დამატებითი დეტალები არ გავრცელებულა.