ყველასთვის კარგად არის ცნობილი, თუ რამდენი უკანონო მშენებლობა ხდება გურიის მთის კურორტებზე. ამ მხრივ განსაკუთრებით აქტუალურია გომისმთის თემა.
დღემდე არაფერია მოწესრიგებული გომისმთის უკანონო მშენებლობებთან დაკავშირებით. კანტიკუტად თუ გამოჩნდება ცნობა იმის შესახებ, რომ გომისმთაზე განუკითხაობაა. მაგალითად: „კიდევ ოთხი უკანონოდ მიტაცებული მიწისთვის ბრალი წარედგინა ოთხ პირს“…ეს იმ დროს, როცა უკანონო მშენებლობების ბუმია.
საინტერესოა, რას წერს გაზეთი „ლენინის დროშა“(ახლანდელი „ალიონი“) წინა საუკუნის სამოციან წლებში. ჩვენ მიერ მოძიებული ინფორმაციით, გაზეთის ერთ მაშინდელ ნომერში გამოქვეყნებულია, რომ გომისმთაზე მაშინაც ხდებოდა თვითნებობა. ასევე უსამართლოდაც სახელდებოდა პირები, რომლებიც იქ არაფერში არ მონაწილეობდნენ. თუმცა, ეს თვითნებობა ეხებოდა არა უკანონო მშენებლობას, არამედ სახანძრო წესების დარღვევას მშენებლობის დროს.
1968 წლის 13 ივნისის ნომერი იუწყება: „ჩვენი გაზეთის 1967 წლის 29 ივლისის ნომერში გამოქვეყნდა ვ.ალექსეევის წერილი: „თვითნებობენ“. მასში ჩამოთვლილია სახლების მფლობელები, რომლებსაც გომისმთაზე, სხვადასხვა დროს, აუგიათ ბინები , სახანძრო უშიშროების წესების დარღვევით. მათ შორის, დასახელებული იყო რ. აბაშმაძე. გამოირკვა ,რომ იგი სახლის მფლობელი არ არის.“
როგორც ვხედავთ, მაშინდელი თავნებობა რა მოსატანია დღევანდელთან, რაც გომისმთაზე სუფევს.
ავტორი