თიბისი ბანკში ინტერნეტ და მობაილ ბანკის გათამაშება დაიწყო, რაც იმას ნიშნავს, რომ 31 დეკემბრამდე მომხმარებლებს სურვილების ასრულების და ფულადი პრიზების მოგების საშუალება ექნებათ.
გათამაშების პერიოდში, ანუ 31 დეკემბრამდე ინტერნეტ და მობაილ ბანკში შესვლა და ტრანზაქციების განხორციელება საკმარისია, რომ მოიგოთ მომენტალური საჩუქარი – 2000 ლარამდე თანხა ან 10 GB-მდე მობილური ინტერნეტი და ამასთან, დააგროვოთ სუპერპრიზის გათამაშების ბილეთები.
სუპერპრიზი სამია: 50 000 ლარი, 10 000 ლარი და 5000 ლარი.
რაც შეეხება მომენტალურ პრიზებს, ყოველთვე გამოვლინდება 40 000 მომხმარებელი, რომლებიც ინტერნეტ და მობაილბანკში აღმოაჩენენ მომენტალურ საჩუქარს. მათ სმს შეტყობინება მოგების შესახებ ტელეფონზე მიუვათ.
გათამაშების ბილეთების დაგროვების პრინციპი შემდეგია:
· ტრანზაქცია = 1 ქულა, 5 ქულა =1 ბილეთი
· 1 პროდუქტის შეძენა = 5 ქულა, 5 ქულა = 1 ბილეთი
ინტერნეტ და მობაილბანკის ყოველი ახალი მომხარებელი საჩუქრად მიიღებს გათამაშების 1 ბილეთს. 31 დეკემბრის ჩათვლით მომხმარებელს შეუძლია დააგროვოს მაქსიმუმ 50 ქულა ანუ 10 გათამაშების ბილეთი. აქცია 31 დეკემბერს დასრულდება, ხოლო სუპერპრიზის მფლობელების ვინაობა 15 იანვარს, 20:00 საათზე გამოვლინდება.
ინტერნეტ ბანკზე რეგისტრირება შესაძლებელია დისტანციურად, საბანკო ბარათით ან ელექტრონული ფოსტით. ასევე დისტანციურად შეიძლება ინტერნეტ და მობაილბანკის დავიწყებული პაროლის აღდგენაც. რეგისტრაციის ბმულებს და მეტ ინფორმაციას ნახავთ ვებგვერდზე: www.raffle.ge (R)