ამერიკის შეერთებულ შტატებში “ტიკ ტოკმა” მუშაობა შეწყვიტა.
Cnn– ის ინფორმაციით, პლატფორმა აღარ იძებნება Apple-ისა და Google-ის აპლიკაციების მარკეტებში.
„ტიკ ტოკმა“, რომელსაც ჩინური კომპანია ByteDance-ი ფლობს, მომხმარებლებს შეატყობინა: „აშშ-ში მიღებულია კანონი „ტიკ ტოკის“ აკრძალვის შესახებ. სამწუხაროდ, ეს ნიშნავს, რომ ამჟამად ვერ შეძლებთ „ტიკ ტოკის“ გამოყენებას. ჩვენთვის სასიხარულოა, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა გამოთქვა მზადყოფნა, იმუშაოს ჩვენთან ერთად „ტიკ ტოკის“ აღდგენის გადაწყვეტილებაზე თანამდებობის დაკავების შემდეგ. გთხოვთ, დაელოდოთ განახლებებს“.
ცნობისთვის, კანონი აპლიკაციის მფლობელ ჩინურ კომპანიას ავალდებულებს, „ტიკ ტოკი“ ან გაყიდოს, ან 19 იანვრიდან დაექვემდებაროს აპლიკაციის აშშ-ში აკრძალვას.