ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის თქმით, სკოლებში უფასო კვების საკითხზე სამინისტროში მუშაობა მიმდინარეობს და ამ პროცესში გაეროს ბავშვთა ფონდიც (Unicef) იქნება ჩართული.
“ჩვენთვის პრიორიტეტია ჯანმრთელი ცხოვრების წესი დანერგვა. ჯანსაღი კვება არის ერთ-ერთი მთავარი, რაც ადამიანის ჯანმრთელობას განაპირობებს. მნიშვნელოვანია ბავშვების ადრეულ ასაკშიც სწორი განვითარება და სწორედ ეს პროექტია განხილული ჯანდაცვის სამინისტროს მიერ.
ინტენსიურად ვიმუშავებთ როგორც განათლების სამინისტროსთან, ასევე Unicef-თან. მათთან ერთად პროექტი დეტალურად გაწერილია როგორც კვების მენიუს, ასევე ფინანსურ ნაწილში. ორი წლის წინ დავიწყეთ ამაზე მუშაობა და ეს უკვე განხილულია”. – ამბობს ეკატერინე ტიკარაძე bm.ge-სთან მიცემულ კომენტარში.