საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, მოქალაქეებს, რომლებსაც CODIV 19 მსუბუქ ფორმაში ექნებათ, ოჯახის ექიმები მოემსახურებიან და სახლებში უმკურნალებენ.
„80-დან 82 პროცენტამდე კორონავირუსის მიმდინარეობა არის მსუბუქი და ისეთი პაციენტები, რომელთაც ექნებათ მსუბუქი გამოვლინება, ოჯახის ექიმის მომსახურებას მიიღებენ სახლში“, _ განაცხადა ტიკარაძემ ბრიფინგზე.