როგორც მოგეხსენებათ, დღესდღეობით არაერთი სოციალური ქსელი არსებობს, რომელთაც ყოველდღიურად მილიონობით ადამიანი მოიხმარს. ეს ჩვენი ყოველდღიურობის განუყრელი ნაწილი გახდა. მაგრამ ჩნდება ისეთი აპლიკაციებიც, რომლებიც მოსახლების განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს.
TikTok-ი არის მოკლე, საინტერესო და გასართობი ვიდეოების პლატფორმა, რომელიც 2016 წელს შეიქმნა ჩინური კომპანია ByteDance-ის მიერ. ნელ-ნელა კი მან მსოფლიო პოპულარობა მოიპოვა.
2022 წლის მონაცემებით, ზემოთქმულ აპლიკაციას 1.5 მილირდი ყოველთვიური აქტიური მომხმარებელი ჰყავს. ეს კი Facebook-ის და Youtube-ს შემდეგ საუკეთესო შედეგია. გამოდის, რომ TikTok-ს მსოფლიო მოსახლეობის 20.5% მოიხმარს.
აპლიკაცია ისევ და ისევ იზრდება. მომხმარებლების რაოდენობა მატულობს და კომპანია ByteDance-ის პროგნოზით, 2022 წლის ბოლოს ყოველთვიური მომხმარებლების რაოდენობა 2 მილიარდამდე გაიზრდება.
მიუხედავად მომხმარებლების დიდი რაოდენობისა, ინდოეთის მთავრობამ 2021 წლის ივნისში გადაწყვიტა, რომ აპლიკაცია დაებლოკა, რადგან, მათი განცხადებით, მისი გამოყენება საზოგადოებისთვის საზიანო იყო.
შეგახსენებთ, რომ 2022 წელს „ტიკტოკის“ საბაზრო ღირებულება 50 მილიარდი დოლარია.
[sexy_author_bio]