ბატონი ტიმო ვიჰერკენტა 2015 წლიდან არის ფინეთის სახელმწიფო საპენსიო ფონდის მთავარი აღმასრულებელი დირექტორი (CEO), რომლის აქტივების მიმდინარე მოცულობა 20 მილიარდ ევრომდეა.
ბატონი ტიმო ვიჰერკენტა სხვადასხვა დროს მუშაობდა, როგორც ლექტორი და მკვლევარი ჰელსინკის და ჰარვარდის უნივერსიტეტებში (1983 – 1991) და იყო საგადასახადო სამართლის პროფესორი ჰელსინკის უნივერსიტეტში (1992-1993). იგი სხვადასხვა თანამდებობებზე მუშაობდა ფინეთის ფინანსთა სამინისტროში (1987 – 2002 და 2015), მათ შორის, იყო საერთაშორისო საგადასახადო საკითხების დირექტორი; ბიზნესის დაბეგვრის საკითხების დირექტორი და, ასევე, გენერალური დირექტორი საბიუჯეტო საკითხებში.
2010-2015 წლებში, ბატონი ტიმო ვიჰერკენტა იყო უმაღლესი ადმინისტრაციული სასამართლოს მოსამართლე.
ბატონი ტიმო ვიჰერკენტა სხვადასხვა დროს იყო კომპანიების, ასოციაციების და სხვა სახელმწიფო თუ კერძო ორგანიზაციების მმართველი ან სამეთვალყურეო საბჭოების წევრი.
ბატონ ტიმო ვიჰერკენტას მიღებული აქვს მაგისტრის და დოქტორის ხარისხები სამართალში, ჰელსინკის უნივერსიტეტიდან.
ბატონ ტიმო ვიჰერკენტას გამოქვეყნებული აქვს ათეულობით პუბლიკაცია ეკონომიკური მიმართულების ჟურნალებში ფინური და უცხოური კომპანიების საგადასახადო საკითხებზე, ასევე იგი არის ორი წიგნის ავტორი.