ქალწული
ქალწულის ნიშანს ძლიერი ხასიათი აქვს. მათი მოდრეკა ადვილი არ არის. ისინი უპირატესობას ანიჭებენ ისეთ კონფიტიურს, რომლის შიგნითაც თხილია. ქალწულების ნდობას თუ მოიპოვებ, მათზე უკეთეს მეგობარს ვერსად ნახავ.
ვერძი
ვერძები — ფეთქებადი და ემოციური ადამიანები არიან. ასეთი ხასიათით რთულია ყოფნა, მაგრამ ერთი ჭიქა ცხელი შოკოლადი ვერძებს ძალიან კარგ ხასიათზე მოიყვანს.
კირჩხიბი
ნაზი და მელანქოლიური კირჩხიბისთვის მსგავსი ტკბილეულია საჭირო. მათ ძალიან სიამოვნებთ მარმელადი.
სასწორი
როგორც კირჩხიბის წარმომადგენლები, სასწორიც ძალიან ნაზი და მგრძნობიარეა. მათ სურთ, მუდმივად ვინმეზე იზრუნონ და პირიქით. დაშაქრული მარწყვი და სხვა ხილი მათ ძალიან გაახარებთ.
მორიელი
მორიელი — მიმზიდველი პიროვნებაა. ამ ნიშნის წარმომადგენლებს უყვართ ყურადღების ცენტრში ყოფნა. მყვირალა ფერის საწუწნი კანფეტები აშკარად გამოარჩევს სხვებისგან.
ტყუპები
ტყუპები ძალიან კონტაქტურები არიან. მათ ძალიან სიამოვნებთ კრემიანი კანფეტები.
კურო
კუროს ნიშნის წარმომადგენლები მიწიერი არსებები არიან. მათ უყვართ სტაბილურობა და სიმშვიდე. ამიტომ მათთვის ჩიტის რძე ზედგამოჭრილია და საყვარელი დესერტია.
თხის რქა
თხის რქებს ძალიან უყვართ შთაბეჭდილების მოხდენა. მათ ძალიან უყვართ ისეთი კანფეტები, რომელთა გულშიც სხვადახვა არომატია. ასევე, შოკოლადით არის დაფარული.
ლომი
როგორც ცნობილია, ლომები დაბადებიდან ლიდერები არიან. მათ უსმენს ყველა, აღიარებს და ეკითხება რჩევებს. დაშაქრული კარამელი, ეს ის არის, რაც ლომებს ძალიან მოსწონთ.
მერწყული
მსუბუქი და საინტერესო მერწყული არის ის ტიპი, რომელიც ზოგს ძალიან ხიბლავს, ზოგსაც აშინებს. მათი საყვარელი ტკბილეულია ზეფირი ან ბეზე.
თევზი
თევზები ძალიან კონტაქტური და ამავე დროს, ჩაკეტილი ნიშანია. მათ ძალიან მოსწონთ სხვადასხვა ხილის ჩირი, რომელიც დაფარულია შოკოლადით.
მშვილდოსანი
მშვილდოსნების ნიშნის წარმომადგენლები მიჩვეულები არიან, გონივრულად გამოიყენონ თავიანთი ვალდებულებები. მათ მოსწონთ მშვიდი ურთიერთობები და ჩვულებრივი რძიანი შოკოლადი.