პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ პუერტო რიკოს მერის გაკრიტიკებას სოციალურ ქსელში ტრამპის კრიტიკა მოჰყვა. ამის შესახებ ინფორმაციას THE NEW YORK TIMES ავრცელებს.
პრეზიდენტი „HAMILTON“-ის დამაარსებელმა და ვარსკვლავმა, ლინ მანუელ მირანდამაც გააკრიტიკა.
„თქვენ პირდაპირ ჯოჯოხეთში მიდიხართ“,_ასე მიმართა მირამდამ ტრამპს.
როგორც ცნობილია, ტრამპმა პუერტო რიკოს მერი მას შემდეგ გააკრიტიკა, რაც ის სატელევიზიო ეთერში გამოჩნდა და კუნძულზე შექმნილი მძიმე პირობები აღწერა.
ტრამპმა ის ცუდ ხელმძანელობაში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ პუერტო რიკოელები ფედერალურ მთავრობას ეყრდნობიან და სურთ, რომ ყველაფერი მხოლოდ მათთვის გაკეთდეს.
„დახმარება ვითხოვე და პრეზიდენტის შესახებ ცუდი არაფერი მითქვამს“,_ასე უპასუხა პუერტო რიკოს მერმა ტრამპის კომენტარს და დასძინა „ეს ის დროა, როცა ყველას ნამდვილი სახე გამოჩნდება. დასაკარგი დრო არ მაქვს. რა დროც მაქვს ხალხისთვის დახმარების გაწევას უნდა მოვანდომო“.
მირანდამ პუერტო რიკოს მერის დაცვა სცადა და განაცხადა, რომ პრეზიდენტი ცრუობს როდესაც ფედერალური რეაგირების ეფექტურობაზე საუბრობს.
მან ასევე აღნიშნა, რომ ტრამპმა ეს შაბათ-კვირა ბედმინსტერის გოლფის კლუბში გაატარა.
როგორც ცნობილია, ტრამპს უფრო მეტი ქმედებისკენ მსახიობებმა, მომღერლებმა და პოლიტიკოსებმაც მოუწოდეს.
სატელევიზიო ეთერის წამყვანმა ელენ დეგენერესმა კი პუერტო რიკოს მერს გმირი უწოდა.