ცხარე სიტყვიერი დაპირისპირება და ეპითეტებით ბრძოლა გაიმართა დღეს ლანჩხუთი-ჩოხატაურის მაჟორიტრ დეპუტატ ნინო წილოსანსა და ოპოზიციის გურულ წარმომადგენლებს შორის, რომლებმაც დღეს დეპუტატის ბიუროსთან აქცია გამართეს.
მათ დეპუტატის მიერ 14 ნოემბერს მიღებული გადაწყვეტილება გააპროტესტეს, რომლითაც მან პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას მხარი არ დაუჭირა.
„თქვენ გადააგდეთ დასავლეთი, გადააგდეთ ქართველი ხალხი. თქვენ ჩვეულებრივი მატყუარა ხართ.“ „არ შეგრცხვათ გურულების?“ „თქვენ გგონიათ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ გადააგდეთ ან „ევროპული საქართველო“ „რა უნდა ველაპარაკო ახლა ამას?“ „ჩოხატაურის მოსახლეობას რატომ არ ხვდებით?“ „გამორიცხულია, თქვენ ეს პიჯაკიც კი ჩაიცვათ ივანიშვილის თანხმობის გარეშე“ – ისმოდა შეძახილები აქციაზე მყოფთა მხრიდან.
„თქვენ ხართ თავხედი. მთელი საქართველო დაინახავს ამ თქვენს საქციელს“, _ ამ სიტყვებით იგერიებდა წილოსანი ოპონენტთა შემოტევას.