გერმანიის კანცლერი, ანგელა მერკელი საფრანგეთის პირველ ლედიში აერიათ. ამის შესახებ ინფორმაციას euronews ავრცელებს.
„თქვენ მადამ მაკრონი ბრძანდებით?“_ასე ჰკითხა მაუწყებლის ინფორმაციით, ერთ-ერთმა მოხუცმა ქალმა მერკელს, როდესაც ის და საფრანგეთის პრეზიდენტი საფრანგეთის ერთ-ერთ ქალაქში, პირველი მსოფლიო ომის დასრულების 100 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებას ესწრებოდნენ.
მაუწყებლის ინფორმაციით, ასაკოვანმა ქალმა კითხვა მერკელს ერთობლივი ფოტოს გადაღების შემდეგაც გაუმეორა.
„მე გერმანიის კანცლერი ვარ“, _ უპასუხა მერკელმა.