მოქალაქეების ნაწილმა, საქართველოს ბანკისგან მოკლე ტექსტური შეტყობინება მიიღო სადაც წერია, რომ “თქვენი ბარათის ნომერი დაიბლოკა, თქვენი გარდაცვალების გამო”.
,,საქართველოს ბანკი:
მოგესალმებით, გაცნობებთ, რომ თქვენი Master Card ბარათი ** 04 25 დაიბლოკა თქვენი გარდაცვალების გამო. მადლობას გიხდით, რომ ჩვენი ერთგული მომხმარებელი იყავით.” – წერია მოკლე ტექსტურ შეტყობინებაში, რომელიც ერთ-ერთმა ჩვენმა მკითხველმა მიიღო და შეტყობინების სქრინი გამოგვიგზავნა.
„გურიანიუსი” იმის გასარკვევად თუ რას უკავშირდება აღნიშნული მოკლეტექსტური შეტყობინება დაუკავშირდა საქართველოს ბანკს, სადაც განაცხადეს, რომ ბანკი მსგავსი ტიპის სმს არ აგზავნის.
,,საქართველოს ბანკი მსგავსი თემატიკის შეტყობინებას არ აგზავნის. ვიღაც ფოტოშოპით აკეთებს და ადამიანებს უგზავნის, ამით ისინი მაიმუნობენ. თუ როგორ ხდება ჩვენი ნომრით გქმოგზქვნა, ეს მათ უნდა კითხოთ”,_ გვითხრეს ბანკში.