“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი ლევან ხაბეიშვილი სოციალური ქსელის საშუალებით ეხმიანება გუშინ, ღამით პრეზიდენტობის კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო პლაკატების დაზიანების ფაქტს.
“სალომეს და ივანიშვილის მონებმა, გუშინ საღამოს სრულიად საქართველოს მაშტაბით ჩვენს ბანერებს და პლაკატებს დააწერეს “კაგებე”, თქვენ მართლა “კაგებეშნიკებო” და სამშობლოს მოღალატეებო, აღარაფერი გიშველით! თქვენი პოლიტიკური აღსასრული მოახლოვდა და ქართველი ხალხი ამ არჩევნებზე გაგისტუმრებთ პოლიტიკურ მოუსავლეთში.
პ.ს. ამ საქციელებშიც გეტყობათ, რომ აცდენილი ხართ რეალობას და სრულ პანიკაში ხართ.
თქვენს ოფისებში დაიგეგმა ეს “შევტყნათ” და “გავთხაროთ” ამბავი, ქალბატონო შალომე ჟურაბიჩვილო.