მაშველები ინდონეზიაში, ტობას ტბაში, ბორნის ჩაძირვის შედეგად დაკარგულ 100-ზე მეტ ადამიანს ეძებენ. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
მაუწყებლის ინფორმაციით, მაშველებმა, ტურისტებში პოპულარული და მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ღრმა ტბიდან 18 ადამიანის ცოცხლად ამოყვანა შეძლეს.
გავრცელებული ინფორმაციით, მაშველებს მუშაობაში ხელს ძლიერი ქარი და და წვიმა უშლის.