ნაგოიაში მიმდინარე ივლისის ბაშოს მე-8 დღეს, ქართველი სუმოისტი, მე-8 მაეგაშირა ლევან გორგაძე (ტოჩინოშინი) მე-11 მაეგაშირა მიდორიფუჯის დაუპირისპირდა.
გორგაძემ მეტოქეს მავაშის აღების საშუალება არ მისცა და ჰატაკიკომით 2 წამში მოიგო.
ნაგოია ბაშოზე პირველად მოხდა, რომ ქართველმა მებრძომა ზედიზედ ორი დაპირისპირება მოიგო.
როგორც ცნობილია, ხვალ, 18 ივლისს მისი მეტოქე მე-10 მაეგაშირა ჩიოტაირიუ იქნება.