ტოჩინოშინმა აკი ბაშოს მე-6 დღეს მე-4 გამარჯვება მოიპოვა. ქართველი იკიოს დაუპირისპირდა, რომელსაც მიმდინარე ბაშოზე მოგება არ აქვს.
ტოჩიმ მეტოქე მარტივად დაამარცხა. ლევანმა მოწინააღმდეგე დოჰიოდან ცუკიოტიშის ილეთით გადაიყვანა.
ქართველის შემდეგი მეტოქე იჩინოჯო იქნება, რომელთანაც გორგაძეს დადებითი ბალანსი (12:5) აქვს.
ტოჩი შემოდგომის ბაშოზე ტრავმით ასპარეზობს, მას ფეხის ტერფი აქვს დაზიანებული.
ოძეკის წოდების შესანარჩუნებლად ტოჩინოშინს კაჩი-კოში, დადებითი ბალანსი სჭირდება. ქართველმა მიმდინარე ბაშოზე ამისთვის სულ მცირე 8 შეხვედრა უნდა მოიგოს.