ცოტა ხნის წინ „Sony“-ის პროდიუსერმა ემი პასკალმა განაცხადა, რომ კომპანია ტომ ჰოლანდის „ადამიანი ობობას“ შესახებ „მარველთან“ ერთად კიდევ ერთ ტრილოგიას გადაიღებს.
„ეს ბოლო ფილმი არაა, რომელსაც „მარველთან“ ერთად გადავიღებთ. ჩვენ „მარველთან“ ერთად ტომ ჰოლანდის მონაწილეობით „ადამიანი ობობას“ შესახებ შემდეგი ფილმის გადასაღებად ვემზადებით. სამი ფილმის გადაღებას ვფიქრობთ“, – განაცხადა ემი პასკალმა.
ჯერჯერობით, ახალი ფილმების გამოსვლის თარიღებთან და შინაარსთან დაკავშირებული დეტალები უცნობია.
საინტერესოა, რომ ცოტა ხნის წინ გამოცემა „GQ“-სთან ინტერვიუში 25 წლის ტომ ჰოლანდმა სამომავლო გეგმებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ 30 წლის შემდეგ პიტერ პარკერის როლის შესრულება აღარ უნდა.
[sexy_author_bio]