ცოტა ხნის წინ ცნობილმა ამერიკელმა მსახიობმა შერმა გამოცემა „The Sun“–ს სკანდალური ინტერვიუ მისცა. აღმოჩნდა, რომ ცნობილი ქალბატონი და მსახიობი ტომ კრუზი ერთი ხანობა „ძალიან ახლობლები“ ყოფილან.
როდესაც ერთმანეთი გაიცნეს, შერი 39 წლის გახლდათ, 23 წლის ტომი კი დამწყები მსახიობი იყო და ჰოლივუდში პირველ ნაბიჯებს დგამდა.
მათი პირველი შეხვედრა თეთრ სახლში შედგა, საქველმოქმედო ფონდის შეკრებაზე. ქალს ახალგაზრდა ჭაბუკი ძალიან მოეწონა და გადაწყვიტა თავისი მფარველობის ქვეშ აეყვანა.
„ჩვენი ურთიერთობა შეიძლებოდა შმაგ რომანში გადაზრდილიყო, რადგან მე მართლა სიგიჟემდე მომწონდა ტომი,“ – განაცხადა 76 წლის შერმა.
შერისა და ტომ კრუზის სასიყვარულო ურთიერთობა ხანმოკლე აღმოჩნდა. კაცმა სურათის „საუკეთესო მსროლელის“ გადაღებებზე მომავალი ცოლი მიმი როჯერსი გაიცნო და შერს საბოლოოდ დაშორდა.
ავტორი