რამდენიმე დღის წინ, რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტის რკინიგზის სადგურზე მყოფი უკრაინელი ლტოლვილებისთვის მომღერალმა ტომ ოდელმა თავისი ცნობილი სიმღერა „Another Love“ შეასრულა.
ბრიტანელმა მუსიკოსმა კომპოზიცია ფორტეპიანოს თანხლებით შეასრულა, მის ირგვლივ კი სადგურზე მყოფი უკრაინელი ლტოლვილები შემოიკრიბა.
ტომ ოდელი რუმინელ მომღერლებთან ერთად ბუქარესტში კონცერტის ჩატარებას გეგმავს, რათა უკრაინელთა დასახმარებლად ფული შეაგროვოს. კონცერტისგან შეგროვებული თანხა წითელ ჯვარს გადაეცემა, რომელიც უკრაინელ ლტოლვილებს ეხმარება.
ავტორი: გიორგი გაჩეჩილაძე