თორნიკე შენგელია ლიგა ენდესას „წლის გიგანტია“ . ესპანეთში კალათბურთის წლის შემაჯამებელ, საზეიმო ღონისძიებაზე „ბასკონიას“ ქართველი კაპიტანი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ჯილდოსა და ტიტულის მფლობელი გახდა.
ესპანეთის კალათბურთის ლიგის „წლის გიგანტი“ ჩემპიონატის საუკეთესო კალათბურთელის ტიტულს ნიშნავს, რაც თორნიკე შენგელიასა და ქართული კალათბურთისთვის დიდი აღიარებაა.
Premios Gigantes – ს დაჯილდოების ცერემონია მადრიდში გაიმართა. ქართველ კალათბურთელს პრესტიჟული ჯილდო ლიგა ენდესას ხელმძღვანელმა იგნასიო ხიმენეს სოლერმა პირადად გადასცა.
დაჯილდოების ამავე ცერემონიაზე თორნიკე შენგელიას „ბასკონიამ“ წლის „გიგანტი გუნდის“ წოდება დაიმსახურა.
ხოსე მანუელ კალდერონი წლის ლეგენდარულ გიგანტად დასახელდა. ესპანური კალათბურთის წლის მამაკაც გიგანტად კი 35 წლის მარკ გასოლი აღიარეს.
წყარო : 1tv.ge