“გურია ნიუსის” წყაროს ინფორმაციით, დღეს დღის ბოლოს, შესაძლოა, თანამდებობა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ დატოვოს.
ალავიძის თანამდებობის დატოვება, წყაროს ინფორმაციით, შესაძლოა, გზების დეპარტამენტის დაკვეთით გახორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებს და მრავალმილიონიან საეჭვო ტენდერებს უკავშირდებოდეს.
აღნიშნულ ინფორმაციას ინფრასტრუქტურის პრესსამსახურში არ ადასტურებენ.