შუაგულ ზამთარში, როცა ჯერ ქარმა (თუ გრიგალმა) გადაუარა მთელ დასავლეთ საქართველოს, 16 იანვრისთვის, უკვე, გაზაფხულივით ამინდია ამ მხარეში.
„ტყემალს და ყოჩივარდას რომ ერთად დაკრეფ… ესეც იანვრის „მოსავალი“ …
ქუთაისთან ახლოს, სოფელ ჭალასთავში (თერჯოლის მუნიციპალიტეტს ეკუთვნის) დაკრეფილია ტყემალიც და ყოჩივარდებიც. ფოტო ქუთაისიდან სოფო გოდერიძემ მოგვაწოდა.
დიახ, შემოდგომაზე ხელმეორედ აყვავებულმა ტყემალმა, ამ სოფელში უკვე გამოისხა და კარგადაც დამსხვილდა. გაზაფხულის ადრიანმა მახორობელმა ყოჩივარდამ კი ძალიან ადრე გადაფურცლა ტუჩები.
დიახ, ეს ჩვენი სამშობლო, საქართველოა, სადაც წელიწადის ერთ დროში, ოთხივე დროის საოცრებებს იხილავ.
ავტორი