ახალსოფელში ახალ წელს დატრიალებული ტრაგედიის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი. კუთარაშვილების ოჯახი დუმილს არღვევს.
ოჯახი დაგვიანებულ სამედიცინო დახმარების მიზეზად სასწრაფოს ასახელებს, რომელიც შემთხვევის ადგილზე მათი თქმით, თითქმის ერთ საათიანი დაგვიანებით მივიდა.
ოჯახს პრეტენზია აქვს ექსპერტიზაზეც, რადგან ოჯახისთვის ნებართვა არ უთხოვიათ.
“გამოვიდა გარეთ, ვერ მოვასწარი დაჭერა, არ გახვიდე მეთქი, იქნევდა დანას, მოხვდა შემთხვევით. არ უნდოდა, ნასვამები იყვნენ, ძალიან კარგი ბიჭები იყვნენ, ერთმანეთი უყვარდათ უსაზღვროდ, ამათ ჩხუბი არასდროს მოსვლიათ, ეს იყო პირველი შემთხვევა.
იმ წუთში დავრეკე სასწრაფოში, ერთი ვნახე და დავრეკე, 31 წლის ბიჭია დაჭრილი მეთქი, სიტყვა სიტყვით ასე ვუთხარი 16 წუთზე დავრეკე, 27 წუთზე მაქვს დარეკილი, მესამე აღარ მახსოვს როდის დავრეკე, კაი ხნის მერე მოვიდა, სასწრაფოზე წინ პოლიციელი მოვიდა. შურისძიება არ არის მოტივი. თვითონაც აღიარა, ჩემი ხელით მოხდაო, მაგრამ არ მინდოდაო”, – ამბობს მოკლულის და სავარაუდო მკვლელის დედა, მარინა კუთარაშვილი.
ოჯახი ამბობს, რომ დაჭრილი საავადმყოფოში დროულად რომ გადაეყვანათ, გადარჩებოდა, რადგან ჭრილობა სასიკვდილო არ იყო.
112-ს ჯერ არ გაუკეთებია განმარტება, თუ რატომ დააგვიანა სასწრაფომ ადგილზე.
წყარო: მთავარიტვ