უკრაინის პრეზიდენტის თქმით, უკრაინულ მხარეს აქვს მტკიცებულებები, რომლებიც უკრაინაში რუსი სამხედროების დანაშაულებს ადასტურებს. ამასთან დაკავშირებით ზელენსკიმ CBS-თან ინტერვიუში ისაუბრა.
მისი თქმით, უკრაინულ მხარეს ტყვედ ჰყავს აყვანილი რუსი ჯარისკაცები, რომლებიც ამბობენ, რომ მშვიდობიანი მოქალაქეები მოკლეს, ასევ, უკრაინას ტყვედ ჰყავს მფრინავები, რომლებსაც თან ჰქონდათ სამოქალაქო პუნქტებით აღნიშნული რუკები.
”ჩვენ თანამედროვე ტექნოლოგიურ სამყაროში ვცხოვრობთ, სადაც არის ვიდეო, აუდიოწიგნები და იქნება მოგონებები. ვფიქრობ, ვინც იღებდა ამ გადაწყვეტილებას, გასცემდა ბრძანებას, ყველა თანამონაწილეა. არიან ადამიანები პოლიტიკაში, რომლებმაც ხმა მისცეს ჩვენი ტერიტორიის ანექსიას. მივიჩნევ, რომ ყველა მათგანი დამნაშავეა, არ შეიძლება იმის თქმა, რომ მე გავეცი მარიუპოლის აღების ბრძანება და შემდეგ თქვა, რომ დამნაშავე არ ხარ, რომ ქალაქის აღებისას ვიღაცას კიდურები მოაჭრეს და ადამიანები აწამეს. გამოძიება და პროკურატურა მუშაობენ, არის ჩაწერილი მათი საუბრები. მშობლებთანაც კი, ისინი განიხილავდნენ, რომ მათ ვიღაც აიყვანეს ტყვედ, არის ვიდეოები, სადაც ასახულია მათი მოროდიორობა, მკვლელობის ჩანაწერები. გვყავს ადამიანები ტყვეობაში, რომლებმაც თქვეს სიმართლე, რომ ხოცავდნენ ადამიანებს. არიან მფრინავები ტყვეობაში, რომლებსაც თან სპეციალური რუკები ჰქონდათ, სადაც მონიშნულია პუნქტები, რომლებსაც ბომბავდნენ, ეს პუნქტები სამოქალაქოა და არა სამხედრო“, _ თქვა ზელენსკიმ.