ტყიბულში რამდენიმე მუშაა დაღუპული. ინფორმაციას პროფკავშირები ავრცელებს და დეტალები ზუსტდება.
როგორც მეტალურგიული და სამთო მრეწველობის მუშაკთა პროფკავშირების ხელმძღვანელმა თამაზ დოლაბერიძემ Imedinews-თან განაცხადა დაღუპულია 6 ადამიანი, ხოლო 3 დაშავდა. მისივე ინფორმაციით, სავარაუდოდ, სამთო დატყმის შედეგად წარმოშობილი ჰაერის მასამ გამოიწვია ინციდენტი.
ინციდენტი დილით, დაახლოებით, 4 საათზე მინდელის შახტაში მოხდა.