ტრაბზონის პოლიციამ ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდი მინდია გორაძე, იგივე „ლავასოღლი“ დააკავა.
დაკავების ფაქტს ადასტურებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო. უწყებაში აცხადებენ, რომ ინტერპოლის მიერ ძებნილი „ლავასოღლის“ აყვანა ერთობლივი მუშაობის შედეგად მოხერხდა.
თურქული მედიის ინფორმაციით, რეიდის ფარგლებში გააჩერეს ავტომობილი, რომელშიც მინდია გორაძე აღმოჩნდა. მას თან ჰქონდა არარეგისტრიებულიცეცხლსასროლი იარაღი.
მინდია გორაძის ადვოკატის განცხადებით, დაცვის მხარე ამჟამად სპეცოპერაციის დეტალებს არკვევს.
წყარო: რუსთავი2