https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ფიცხი ბენია ჩხიკვიშვილი

    ,,უნახავი პოლიტიკურ-ეროვნული დემონსტრაცია”

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

  • ფეისბუქსტატუსები

    “თქვენ რომ ყვავილებს ყიდულობთ, 9 პანაშვიდზეა ნამყოფი” _ ჩხუბი სასაფლაოზე ყვავილების გამო

    „იმედია, ახლა მაინც დაინტერესდებით და გაარკვევთ, ვინ აფინასებდა ელისო კილაძეს, ვისთან ერთად მოქმედებდა ჩემს წინააღმდეგ?“ – ეკა ბესელია

    “აუცილებელი, რომ არ იყოს ხმას საერთოდ არ ამოვიღებდი” _ რას წერს ბათუმში გაუჩინარებული ბიჭის დედა

    ჩვენ ორ სხვადასხვა ერად ჩამოვყალიბდით _ მიხეილ სააკაშვილი

    “სულ ერთი საცდელი ილეთი მაქვს” _ რის შესახებ წერს გიორგი კეკელიძე

    ,,ხალხი სიძეს და რძალს არ ცნობს და ამათმა ხელისუფლებას თუ არ ცნობთ, დაგიჭერთო“ – არჩილ გამზარდია

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ლავროვი: რუსეთს ომი არ სურს, მაგრამ ევროპასთან საომრად მზადაა

    ბრიტანულმა პოლიციამ ყოფილი პრინცი ენდრიუ დააკავა

    ნაპოვნია ზვავის შედეგად დაღუპული რვა მოთხილამურის ცხედარი, რომელთა ამოყვანაც ჯერ ვერ ხერხდება – ტრაგედიის დეტალები (უცხოეთი)

    დღეს ვაშინგტონში „მშვიდობის საბჭოს“ პირველი სამიტი გაიმართება

    “ეს ომი მხოლოდ მაშინ დასრულდება, როდესაც…” _ ფრიდრიხ მერცი უკრაინაში ომის დასრულებაზე

    ჟენევაში გამართული ორ დღიანი შეხვედრის შემდეგ ზელენსკი რუსეთს მოლაპარაკებების დასრულების გაჭიანურებაში ადანაშაულებს

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

ტრადიციული ლელო შუხუთში

21:43; 28.04.2022
საზოგადოება
Share on FacebookShare on TwitterEmail

პანდემიასთან დაკავშირებული ორწლიანი პაუზის შემდეგ შესაძლებელი გახდა იმ ტრადიციის გაგრძელება, რომელსაც აღდგომის ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელი შუხუთი მასპინძლობს _ საუბარია ცნობილ “ლელობურთზე”, რომელმაც დაიმკვიდრა არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი და ისედაც პოპულარულ სანახაობას ახალი ელფერი მისცა.

იძულებითი პაუზის შემდეგ გამართულ “ლელობურთს” საკმაოდ დიდი ინტერესი ახლდა თან, განსაკუთრებით იგრძნობოდა უცხოელი ტურისტების სიჭარბე, რომლებმაც იქვე, სოფლის ახალგაკეთებულ სკვერში მოწყობილ სახელდახელო გამართულ დახლებთან გვარიანად ფულიც დახარჯეს და სხვადასხვა სუვენირები შეიძინეს, თან, ქართული კერძები თუ სასმელებიც დააგემოვნეს.

ტრადიციისამებრ, ლელოს ბურთი სოფლის მოძღვარმა მამა საბამ ააგდო დათქმულ დროს _ 17 საათზე და თავიდანვე უშეღავათო ბრძოლის მომსწრენიც გავხდით. თამაშს მოწყურებული ზემოურები თუ ქვემოურები ერთმანეთს არ ინდობდნენ და ამის შედეგი იყო ის ორსაათნახევრიანი ბრძოლა, რომელიც ბურთის აგდების ადგილიდან მოგვიანებით იქვე არსებული სკოლის ტერიტორიაზე გაგრძელდა და საბოლოოდ, ქვემოურთა გამარჯვებით დასრულდა, რომლებმაც მათივე თანასოფლელის თორნიკე ორაგველიძის საფლავზე წაიღეს ბურთი.

საგულისხმო იყო ის, რომ მოთამაშეთა შორის გამოცდილ მობურთალთა ნაკლებობა იგრძნობოდა, სამაგიეროდ, გამოუცდელი ახალგაზრდები ჭარბობდნენ და ხშირ შემთხვევაში, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფნი. როგორც წესი, იყო ტრავმებიც, მაგრამ ყველაზე ცუდი ის იყო, რომ “ლელოს” დასრულების შემდეგ რამდენიმე ადამიანს ჰოსპიტალიზება დასჭირდა. განსაკუთრებით ერთი შემთხვევა იყო რთული, როცა პაციენტი უგონო მდგომარეობაში მიიყვანეს ლანჩხუთის სამედიცინო ცენტრში, მოგვიანებით კი ქუთაისში გადაიყვანეს, სადაც მას ხერხემლის ტვინის შერყევა დაუდგინდა. თუმცა, ტრავმა საბედნიეროდ, სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველი არ აღმოჩნდა.

სამწუხაროდ, ამ დღეს ტრაგიკული შემთხვევის გარეშე მაინც არ ჩაუვლია _ 40 წელს გადაცილებული ალეკო მგელაძე “ლელოს” დამთავრების შემდეგ, სახლში მისული შეუძლოდ გახდა და სავარაუდოდ, გულის შეტევით “მედალფას” კლინიკაში მიყვანისას გარდაიცვალა. მისი ახლობლები ამბობენ, რომ მას გული აწუხებდა და “ლელოს” თამაშში მოგვიანებით, ცოტა ხნით ჩაერთო, რაც საკმარისი აღმოჩნდა ფატალური შედეგისთვის.

“მედალფას” კლინიკაში ამ ფაქტს საკმაოდ დიდი შეხლა-შემოხლა მოჰყვა _ გარდაცვლილის ოჯახის წევრები კლინიკის პერსონალს დაუპირისპირდა _ ისინი სასწრაფო სამედიცინო დახმარების სერვისს ადანაშაულებდნენ. მათი თქმით, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ დააგვიანა: “სანამ თბილისი ანკეტას ავსებდა და ბრიგადას უშვებდა, ამასობაში ადამიანი გარდაიცვალა”.

ლანჩხუთის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ერთ-ერთი ბრიგადის მძღოლი კი ამტკიცებდა, რომ მათ ეს გამოძახება არ მიუღიათ და იმავე დროს “მედალფას” კლინიკაში სხვა პაციენტი გადაჰყავდათ.

მომხდარ სამწუხარო ფაქტს სოციალურ ქსელში არაერთი გამოხმაურება მოჰყვა, სადაც საზოგადოების ნაწილი “ლელოს” აკრძალვის მომხრეა, ნაწილი კი თამაშის წესების დარეგულირებას ითხოვს:

“მერამდენე ადამიანი… რა არის, რა უბედურებაა?! ეს არის ტრადიცია?! ტრადიცია, რომელიც კლავს, ან უნდა აიკრძალოს, ან დაწესდეს წესები… წესები თუ არ დარეგულირდა, ეს არის ქვის ხანის ადამიანთა ბრძოლა ნადავლისთვის.

გადასახედია ამ ტრადიციის ამ ფორმით ჩატარება. არსებობს დაუწერელი კანონები რაგბიში და ძალისმიერ სპორტში განსაკუთრებით, რაც მოწინააღმდეგის პატივისცემაზეა დამყარებული. ადრე წაქცეულს ვაყენებდით, ხელს ვწევდით და ყველა ვჩერდებოდით, ახლა სასიკვდილოდ იმეტებენ ერთმანეთს. ის, რასაც ბოლო რამდენიმე წელია თამაშობენ, არაა ლელობურთი.

სრული სიგიჟეა ტრადიციის ამ ფორმით შენარჩუნება. უნდა აიკრძალოს ან თუ აუცილებლობაა მისი გამართვის (ვერაფრით ვერ ვხსნი, რატომ შეიძლება მსგავსი ტიპის თამაში იყოს აუცილებელი), არ უნდა გაიმართოს აღდგომას. ასევე, ისე უნდა გაკონტროლდეს, რომ თამაშს ჰქონდეს შემოსაზღვრული ტერიტორია, იყოს მონაწილეების განსაზღვრული რაოდენობა, იყვნენ მსაჯები და გათვლილი იყოს ყველა სხვა დეტალი.

ეს ტრადიცია იმდენად შესისხლხორცებული აქვს ჩემს საყვარელ კუთხეს, ძალიან დიდხანს გაგრძელდება კიდევ. ძალიან სამწუხარო ფაქტია, ნამდვილად, მაგრამ ამ “ველურ” ტრადიციასაც აქვს წესი. ნასვამმა ადამიანმა არ უნდა ითამაშოს. ასეთი სამწუხარო ფაქტი ლელოს საუკუნოვან ისტორიაში უკვე მეორედ მოხდა”, _ წერდნენ სოციალურ ქსელში.

ლელოს შუხუთში წელიწადში ერთხელ, ყოველთვის აღდგომა დღეს თამაშობენ. ეს ტრადიცია გასული საუკუნის 40-იან წლებში, კომუნისტებმა დაარღვიეს და ლელობურთი 1 მაისს, მშრომელთა საერთაშორისო დღეს გადმოიტანეს.

შუხუთის ლელოს წესებით, ბურთი 16-დან 18 კილოგრამამდე შეიძლება იწონიდეს, ის საქონლის ტყავისგან იკერება, შემდეგ გრიგოლეთის სილითა და ნახერხით ივსება. უწინ მოკერვამდე, ბურთში მეღვინეობის ქართული წარმართული ღვთაების _ აგუნას წვენს ასხამდნენ. მოგვიანებით, ის ღვინო ალადასტურმა ჩაანაცვლა.

ადრე, სოფლის ცენტრში თოფის გასროლისა და ლელოს აგდების პატივი უხუცეს მოთამაშეებს ჰქონდათ. ბოლო წლებში, ამ რიტუალს სოფლის მღვდელი ატარებს. ბურთი შუხუთის ეკლესიის ეზოში ივსება და თამაშის წინა ღამეს ტაძარში საგულდაგულოდ ინახება.

სოფო წილოსანი

ავტორი

ლელოშუხუთი
გაზიარება5Tweet3Send

ამავე კატეგორიაში

საზოგადოება

სასახლის ღობის საქმე – ბრალდებულების ადვოკატები “ტვ იმედს” ტყუილის გავრცელებაში ადანაშაულებენ

11:35; 21 თებერვალი, 2026
საზოგადოება

“არ დავუშვათ”- ავტოიმპორტიორები დღეს აქციას მართავენ

11:15; 21 თებერვალი, 2026
საზოგადოება

შეიძლება თუ არა მარხვაში ჯვრისწერა

10:28; 21 თებერვალი, 2026
საზოგადოება

ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის თეატრი რამდენიმე მსახიობმა დატოვა

10:22; 21 თებერვალი, 2026
საზოგადოება

“შეწყვიტეთ რეფორმა”- ამ ლოზუნგით თსუ-ის პირველ კორპუსთან აქცია გაიმართება

21:27; 20 თებერვალი, 2026

"წარმოდგენაც არ სურთ, რომ დამარცხდებიან!" _ ოზურგეთში უკვე ბევრი უკრაინელი შეიფარეს

ახალშობილს, მამის გვარი ავტომატურად აღარ მიენიჭება- დისკრიმინაციად მიჩნეული ტრადიცია იტალიაში

ყველა სიახლე

საზოგადოება

სასახლის ღობის საქმე – ბრალდებულების ადვოკატები “ტვ იმედს” ტყუილის გავრცელებაში ადანაშაულებენ

11:35; 21.02.2026
საზოგადოება

“არ დავუშვათ”- ავტოიმპორტიორები დღეს აქციას მართავენ

11:15; 21.02.2026
საზოგადოება

შეიძლება თუ არა მარხვაში ჯვრისწერა

10:28; 21.02.2026
საზოგადოება

ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის თეატრი რამდენიმე მსახიობმა დატოვა

10:22; 21.02.2026
სამართალი

პოლიციამ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო – დაკავებულია 3 პირი

10:10; 21.02.2026
party on beach
ზაფრანი

საუკეთესო მეგობრები

10:00; 21.02.2026
Young couple sitting on a sofa, drinking, talking. Click here for more "people at home" images:

[url=my_lightbox_contents.php?lightboxID=1507925][img]http://www.nitorphoto.com/istocklightbox/peopleathome.jpg[/img][/url]
ზაფრანი

რომელ მამაკაცს შეუძლია ქალს მარტივად შეაყვაროს თავი

9:54; 21.02.2026
სამართალი

ხიდზე ერთმანეთს მოტოციკლი და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა

9:33; 21.02.2026
სამართალი

„უმძიმესი ტრაგედია ტრიალებს… ოჯახში ორი მიცვალებული ასვენია“

21:35; 20.02.2026
სამართალი

სუს-ი განცხადებას ავრცელებს

21:28; 20.02.2026
საზოგადოება

“შეწყვიტეთ რეფორმა”- ამ ლოზუნგით თსუ-ის პირველ კორპუსთან აქცია გაიმართება

21:27; 20.02.2026
საზოგადოება

პოლიტიკური რეკლამები META-ს პლატფორმებზე – რას ინფორმაციას ავრცელებს ISFED

19:17; 20.02.2026
ფინანსები

Healo-ის ბაზრობა ბავშვებთან და მოზარდებთან მომუშავე სპეციალისტების განათლების მხარდასაჭერად – ღონისძიების პარტნიორია საქართველოს ბანკი

18:20; 20.02.2026
ფინანსები

გალტ & თაგარტმა HIF Tbilisi 2026-ზე ტურიზმის საინვესტიციო ტენდენციების შესახებ მიგნებები გააზიარა

18:18; 20.02.2026
საზოგადოება

მოქალაქეებს ახალი დოკუმენტების შესაცვლელად იბარებენ- რა ხდება ცნობილი

18:15; 20.02.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“თქვენ რომ ყვავილებს ყიდულობთ, 9 პანაშვიდზეა ნამყოფი” _ ჩხუბი სასაფლაოზე ყვავილების გამო

11:42; 19.02.2026
0

„იმედია, ახლა მაინც დაინტერესდებით და გაარკვევთ, ვინ აფინასებდა ელისო კილაძეს, ვისთან ერთად მოქმედებდა ჩემს წინააღმდეგ?“ – ეკა ბესელია

13:30; 18.02.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო