ტრაგედია დატრიალდა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში _ დაღუპულია მამა-შვილი.
ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ქუთაისთან, რომლის დროსაც შვილი დაიღუპა. როგორც გურია ნიუსს უთხრეს, თვითმხილველის თქმით, რომელიც უკან მოძრაობდა, მანქანა დაბალი სიჩქარით ზიგზაგისებურად მოძრაობდა, შემდეგ გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა. ის ადგილზე დაიღუპა, მამას კი, როცა შვილის გარდაცვალების ამბავი შეატყობინეს, გულის შეტევა დაემართა და გარდაიცვალა.
“გურია ნიუსი” მწუხარებას გამოთქვამს და თანაუგრძნობსოჯახს, ახლობლებს.






























































