თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭოგნარში დილით უბედური შემთხვევა მოხდა — ახალგაზრდა მამაკაცი კრაზანის ნაკბენის შედეგად გარდაიცვალა.
არსებული ინფორმაციით, მამაკაცი სოკოს კრეფის დროს კრაზანის ნაკბენის შედეგად, სასწრაფოს მოსვლამდე დაიღუპა. ცნობილია, რომ ის თერჯოლის რაიონში სტუმრად იმყოფებოდა.
მომხდარის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში დავით ცხვარაძე ავრცელებს:
_ სოფელ ჭოგნარში ახალგაზრდა ბიჭს გლოვობენ… თერჯოლის რაიონის სოფელ ჭოგნარში, სოკოს კრეფის დროს, კრაზანისგან დაკბენილი ახალგაზრდა კაცი ადგილზე გარდაიცვალა. გარდაცვლილი რაიონის სიძე იყო და ოჯახში სტუმრად იმყოფებოდა. შემთხვევა დღეს, გამთენიისას მოხდა. გაფრთხილება: ტყეში გასვლისას იქონიეთ მედიკამენტი დექსამეტაზონი.































































