ტრაგედია დატრიალდა ველისციხე-ყვარლის დამაკავშირებელ გზაზე.
მანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა, რამდენიმე მეტრი გაიარა და შემდეგ გადაბრუნდა.
შემთხვევის შედეგად 24 წლის ახალგაზრდა და მისი 3 წლის შვილი დაიღუპნენ, 25 წლამდე ახალგაზრდამ კი სხეულის მრავლობითი დაზიანებები მიიღო. სამივე მათგანი სოფელ ველისციხის მკვიდრია.
შემთხვევა წუხელ მოხდა.
მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს საგამოძებო მოქმედებები.