The New York Times-ის ინფორმაციით, ხმელთაშუა ზღვაში, ეგვიპტის ქალაქ ალექსანდრიასთან 11 ადამიანი დაიხრჩო.
ტურიზმისა და კურორტების ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ ბიჭი ზღვაში საბანაოდ შევიდა და დახმარება ითხოვა. მისი დახმარება 10-მა ადამიანმა სცადა, თუმცა, ვერცერთი გადარჩა.
ინციდენტი დილის 05:00 საათზე ერთ-ერთ პლაჟზე მოხდა, რომელიც პანდემიის გამო დახურულია და სამაშველო სამსახურით არ იყო აღჭურვილი.
მაუწყებლის ინფორმაციით, ადგილი, სადაც ტრაგედია დატრიალდა წყლის სწრაფი დინებით ხასიათდება და კლდოვანია.