თერჯოლის მერი ლაშა გოგიაშვილი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა.
არსებული ინფორმაციით, მერის მოტოციკლი ტრაილერს შეეჯახა. შემთხვევა თერჯოლის სოფელ სეფარეთის ტერიტორიაზე მოხდა.
ლაშა გოგიაშვილი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.
მომხდართან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება უკვე დაიწყო.