სამტრედიაში, დღეს, 15 საათზე გაიხსნა ორდღიანი მემორიალი ინტელექტუალურ თამაშებში.
იგი ტრაგიკულად დაღუპული ძმების, თემურ და იოანე ვაშაკიძეების ხსოვნას ეძღვნება და მეოთხე წელია, ტრადიციულად ტარდება.
წლევანდელი მემორიალი, ძირათადად, უმაღლესი სუპერლიგის გუნდებითაა წარმოდგენილი, სულ 37 გუნდი მონაწილეობს. დღის პროგრამაში შედის ,,რა, სად, როდის ?” ტიპის 96 კითხვა, ბრეინ-რინგი, ჯეპარდი და მუსიკალური ,,რა, სად, როდის?”
მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ, დავით ბახტაძემ ,,გურია ნიუსთან” საუბარში, მონაწილეებს და გარდაცვლილი თემურ და იოანე ვაშაკიძეების მშობლებს მადლობა გადაუხადა თანადგომისა და ღონისძიებაში მონაწილეობისათვის.