ტრაგიკული შემთხვევის შედეგად ლანჩხუთში 53 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. გარდაცვლილი სოფელ ჩიბათის მკვიდრი იყო და ჩინურ კომპანია „სინოჰიდროში“ მუშაობდა. გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა სოფელ ნიგოითში ავტობანის მიმდინარე მშენებლობასთან მოხდა. როგორც ცნობილია, თანამშრომლები ხელფასის აღებას აღნიშნავდნენ, რა დროსაც მამაკაცი წყალში გადახტა და გული გაუსკდა.
ჩიბათის მაჟორიტარი დეპუტატის, გიორგი ჩახვაძის ინფორმაციით, ეს არ არის პირველი უბედური შემთხვევა ამ ოჯახში. წლების წინ გარდაცვლილის ძმაც უბედურ შემთხვებას ემსხვერპლა _ 21 წლის ბიჭი ავარიით დაიღუპა.