,,არავის გაუტარებია რუსეთის მიმართ ისეთი ხისტი პოლიტიკა, როგორც მე გავატარე“ ,_ ამის შესახებ აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რადიო ,,The Rush Limbaugh Show“ -თვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. ინფორმაციას CNN ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ ბარაკ ობამასგან განსხვავებით უკრაინას რეალური დახმარება გაუწია.
„არავის გაუტარებია რუსეთის მიმართ ისეთი ხისტი პოლიტიკა, როგორც მე გავატარე. მე მივაღწიე იმას, რომ ნატოს რუსეთისგან თავდაცვის ხარჯები გაიზარდა. მივუთითე „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის პრობლემაზე და გერმანიას განვუცხადე, რომ რუსეთს მილიარდობით დოლარს უხდით, ჩვენ რუსეთისგან გიცავთ, მაშ რა გარიგება დადეთ?
უკრაინას ტანკსაწინააღმდეგო კომპლექსი მივაწოდე, ხოლო ობამა კი უკრაინას ბალიშებს აწვდიდა. არავის გაუტარებია აქამდე რუსეთის მიმართ უფრო ხისტი პოლიტიკა“ – განაცხადა თეთრი სახლის ლიდერმა.