BBC- ის ინფორმაციით, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ აშშ-მ გრენლანდია უნდა „დაისაკუთროს“, რომ რუსეთმა და ჩინეთმა ამის გაკეთება ვერ შეძლონ.
„ქვეყნებს უნდა ჰქონდეთ საკუთრება და თქვენ იცავთ საკუთრებას, თქვენ არ იცავთ იჯარის ხელშეკრულებებს. ჩვენ კი მოგვიწევს გრენლანდიის დაცვა“, – განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს პარასკევს, BBC-ის კითხვის საპასუხოდ.
“ჩვენ ამას „მარტივი გზით“ ან „რთული გზით“ გავაკეთებთ,”_ დასძინა მან.
თეთრმა სახლმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ ადმინისტრაცია განიხილავს ნატოს წევრი დანიის ნახევრად ავტონომიური ტერიტორიის ყიდვას, მაგრამ არ გამორიცხავს მისი ძალის გამოყენებით ანექსიის ვარიანტს.
დანია და გრენლანდია აცხადებენ, რომ ტერიტორია არ იყიდება. დანიამ განაცხადა, რომ სამხედრო მოქმედება ტრანსატლანტიკური თავდაცვის ალიანსის დასასრულს გამოიწვევს.






























































