დონალდ ტრამპი ამერიკის შეერთებული შტატების პირველი პრეზიდენტი გახდა, ვინც ჩრდილოეთ კორეაში ჩავიდა.
FRANCE 24-ის ინფორმაციით, ის ფხენიანის ლიდერს, კიმ ჩენს ინს, დემილიტარიზებულ ზონაში შეხვდა, მოგვიანებით კი დადასტურდა, რომ ბირთვული მოლაპარაკებები განახლდება.
პრეზიდენტ ტრამპის თქმით, ამერიკის შეერთებული შტატებისა და ჩრდილოეთ კორეის დელეგციები ბირთვული პროგრამის შესახებ სასაუბროდ მომდევნო 2-3 კვირაში შეხვდებიან.
გავრცელებული ცნობით, 2 ქვეყნის ლიდერს შორის შეხვედრა დახურულ კარს მიღმა 50 წუთი გაგრძელდა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ ტრამპმა განაცხადა, რომ საფრთხე ჩავლილია და მოლაპარაკებების შედეგად მხარეებს შეთანხმების მიღწევა შეუძლიათ.
მან ასევე ჩრდილოეთ კორეის ლიდერი ვაშინგტონში, თეთრ სახლში მიიწვია.