პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ამერიკის შეერთებულ შტატების ქალაქებში დაძაბული ვითარების ჩასაცხრობად სამხედრო ძალის გაგზავნით იმუქრება. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
ცნობისთვის, ამერიკის შეერთებულ შტატებში ვითარება ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალებამ გამოიწვია.
როგორც ცნობილია, ჯორჯ ფლოიდი დაკავების დროს დაიღუპა.
როგორც ქუჩაში ერთ-ერთი გამვლელის მიერ გადაღებულ ვიდეოში ჩანს, ერთ-ერთმა პოლიციელმა ძირს დაწოლილ ფლოიდს კისერზე ფეხი დააჭირა, რის შემდეგაც ფლოიდმა სუნთქვა შეწყვიტა.
მომხდარმა საზოგადოების პროტესტი გამოიწვია, რაც ძალადობაში გადაიზარდა.
საპროტესტო აქციების დროს მისურში 4 პოლიციელს ესროლეს, 2 დაიღუპა.
რამდენიმე ქალაქში კომენდანტის საათია ამოქმედებული და ეროვნული გვარდია დგას, ასზე მეტი ადამიანი კი დაკავებულია.