ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი წუხს, რომ ჯო ბაიდენი, არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, ამერიკელების ოცნებას დაანგრევს.
ტრამპმა ჯო ბაიდენს ამერიკული სიდიადის გამანადგურებელი უწოდა.
”ეს არჩევნები გადაწყვეტს, გადავარჩენთ თუ არა ამერიკულ ოცნებას ან სოციალისტურ დღის წესრიგს ნებას მივცემთ დაანგრიოს ჩვენი სანუკვარი ბედი”,_ განაცხადა ტრამპმა.
„თქვენი ხმა მიიღებს გადაწყვეტილებას, ჩვენ ვიცავთ კანონმორჩილ ამერიკელებს, თუ ვაძლევთ ძალაუფლებას ანარქისტებს, აგიტატორებსა და კრიმინალებს, რომლებიც საფრთხეს უქმნიან ჩვენს მოქალაქეებს“,_ განაცხადა ტრამპმა.