აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის მიხედვითაც, შეღავათიანი მოპყრობა ჰონგ -კონგის მიმართ სრულდება. აღნიშნული გადაწყვეტილება ტრამპმა მას შემდეგ მიიღო, რაც ჩინეთში ახალი უსაფრთხოების კანონი მიიღეს ყოფილი ბრიტანეთის კოლონიისთვის.
ტრამპმა ხელი მოაწერა ჰონგ -კონგის ავტონომიის შესახებ აქტს.
„ეს კანონი ჩემს ადმინისტრაციას აძლევს ახალ საშუალებებს, რომ პასუხისმგებლობა დაეკისროთ ინდივიდებსა და პირებს, რომლებიც მონაწილეობენ ჰონგ-კონგის თავისუფლების ჩახშობაში”, – განაცხადა ბატონმა ტრამპმა პრესკონფერენციაზე.
როგორც BBC იუწყება, ჰონგ- კონგი ჯერჯერობით სარგებლობს უნიკალური თავისუფლებით, მაგრამ ამ ტერიტორიაზე მაცხოვრებელი მრავალი ადამიანი შიშობს, რომ პეკინის მიერ დაწესებული უსაფრთხოების ახალი კანონი დასრულებას მოუტანს ჰონგ კონგის სპეციალურ სტატუსს, რომელიც შეთანხმებულია 1984 წლის პაკტის საფუძველზე ჩინეთსა და დიდ ბრიტანეთს შორის.
აღნიშნული კანონმდებლობა, არის ყველაზე სწრაფი ცვლილება ჰონგ-კონგის პოლიტიკურ ლანდშაფტზე, რადგან ის 1997 წელს ჩინეთს გადაეცა დიდი ბრიტანეთის მიერ.
ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაგმო აშშ-ს უახლოესი ნაბიჯები, და ვაშინგტონს მოუწოდა შეწყვიტოს ჩარევა ჩინეთის საშინაო საქმეებში.
სამინისტროში განაცხადეს, რომ ჩინეთის ხელისუფლება ასევე დააწესებს საპასუხო სანქციებს ამერიკელი პირებისა და პირების მიმართ.
”ჩინეთი მიიღებს საჭირო რეაგირებას მისი კანონიერი ინტერესების დასაცავად”, – ნათქვამია განცხადებაში.
ცნობისთვის, ბოლო თვეებში ვაშინგტონ-პეკინის კავშირები სულ უფრო და უფრო ფუჭდება.