აშშ-ს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, 1 თებერვლიდან კანადურ, მექსიკურ და ჩინურ საქონელზე გადასახადები დაწესდება, _იუწყება reuters.com.
კანადისა და მექსიკისთვის გადასახადები 25 პროცენტი იქნება, ჩინეთისთვის კი _ 10 პროცენტი.
კანადის პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრიუდომ განაცხადა, რომ მიიღებს „მძლავრ, მაგრამ გონივრულ ზომებს“ ყველა გადასახადის წინააღმდეგ, რომელსაც აშშ შემოიღებს. ამავე დროს, პრემიერმა მოუწოდა მოსახლეობას, მოემზადონ მძიმე ვითარებისთვის, რომელიც, შესაძლოა, ქვეყანაში შეიქმნეს.
უნდა აღინიშნოს, რომ კანადის ექსპორტის 75% აშშ-ზე მოდის.
საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, ტრამპმა განაცხადა, რომ კანადურ და მექსიკურ საქონელზე გადასახადებს შემოიღებს. მისი თქმით, ამ გადაწყვეტილებით, აიძულებს მექსიკას, შეაჩეროს არალეგალური მიგრანტების აშშ-ში შესვლა, კანადას კი ნარკოტიკების შეტანა.