აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, რომელიც 2024 წელს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას გეგმავს, GB News-თან ინტერვიუში ამტკიცებს, რომ თუ კვლავ თეთრ სახლში იქნება, მას შეუძლია 24 საათში დაასრულოს ომი უკრაინაში.
,,მე რომ პრეზიდენტი ვიყო, ამ ომს დავასრულებდი და ამას 24 საათი დასჭირდებოდა. მე კარგად ვიცნობ ზელენსკის. კარგად ვიცნობ პუტინს. მე შემიძლია დავასრულო ის ამ დროში… 100%-ით,”- თქვა ტრამპმა.
ტრამპის თქმით, აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი პასუხიმგებელია რუსეთის უკრაინაში შეჭრის გამო.
ავტორი