ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, Facebook-ის მიერ მისი ანგარიშების 2 წლით დაბლოკვას ეხმაურება და ამბობს, რომ მარკ ცუკერბეგრს და მის მეუღლეს თეთრ სახლში სადილზე აღარ დაპატიჟებს. ამის შესახებ theguardian წერს.
“შემდეგ ჯერზე, როდესაც თეთრ სახლში ვიქნები, მარკ ცუკერბერგსა და მის მეუღლესთან სადილი აღარ გაიმართება”, – განაცხადა ტრამპმა.
როგორც გამოცემა წერს, დონალდ ტრამპმა 2022 წელს წარმომადგენელთა პალატის სავარძლისთვის ბრძოლის იდეას „საინტერესო“ უწოდა.
Theguardian-ის ინფორმაციით, თეთრი სახლის ყოფილი ლიდერისმ ერთ-ერთ რადიოგადაცემაში სტუმრობისას, გადაცემის წამყვანმა ჰკითხა ტრამპს, ხომ არ აპირებს ის ბრძოლას 2022 წლის წარმომადგენელთა პალატის სავარძლისთვის ბრძოლას
„თქვენ შეგიძლიათ, გახდეთ წარმომადგენელთა პალატის სპიკერი, წამოიწყოთ ჯო ბაიდენის პროცედურის იმპიჩმენტი და სისხლის სამართლის გამოძიება აღძრათ მის მიმართ“, – განაცხადა წამყვანმა.
ტრამპმა კი უპასუხა: „ძალიან საინტერესო იდეაა, მხარდამჭერების ნაწილს სურს, რომ მე სენატში მიხილონ, თუმცა თქვენი იდეა შესაძლოა უკეთესიც აღმოჩნდეს“.
ცნობისთვის, Facebook-მა აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ანგარიშები კიდევ 2 წლით დაბლოკა. როგორც კომპანიაში აცხადებენ, ტრამპის ქმედებებმა მათი რეგულაციები დაარღვია.