აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გუშინ განაცხადა, რომ უკრაინამ უნდა დადოს შეთანხმება რუსეთთან ომის შეწყვეტის თაობაზე, რადგამ „რუსეთი ძალიან დიდი სახელმწიფოა, ისინი კი _ არა“, _ იუწყება reuters.com.
როგორც წყარო იუწყება, ტრამპისა და პუტინის შეხვედრაზე პუტინმა უკრაინის კიდევ უფრო მეტი ტერიტორიები მოითხოვა.
ამ შეხვედრის შემდეგ ტრამპმა უთხრა ზელენსკის, რომ პუტინი იმ შემთხვევაში „გაყინავს“ ფრონტის ხაზს, თუ უკრაინა მთლიანად დათმობს დონეცკს _ უდიდეს სამრეწველო და ინდუსტრიულ რაიონს.
წყაროს ინფორმაციით, ზელენსკიმ ეს წინადადება უარყო.
უნდა აღინიშნოს, რომ რუსეთი უკვე აკონტროლებს რუსეთის ტერიტორიის მეხუთედს და დონეცკის ოლქის სამ მეოთხედს.





























































