აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ამტკიცებს, რომ სამშვიდობო ხელშეკრულების დადებას უკრაინა აფერხებს და არა რუსეთი _ ამის შესახებ მან Reuters–ს განუცხადა.
„მე ვფიქრობ, რომ პუტინი მზადაა, გარიგება დადოს. მე ვფიქრობ, რომ უკრაინა ნაკლებადაა ამისთვის მზად“, _ თქვა ტრამპმა.
კითხვაზე, რატომ ვერ მოგვარდა ეს უზარმაზარი კონფლიქტი და რომლის მოგვარებაშიც აშშ ერთ-ერთ მთავარ როლს თამაშობს, ტრამპმა მოკლე პასუხი გასცა: „ზელენსკი“
„მე უბრალოდ ვფიქრობ, რომ მისთვის ეს ძნელია“, _ თქვა ტრამპმა.































































