ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი განიხილა Fox News-თან ინტერვიუში.
„მათ შეიძლება დადონ შეთანხმება, შეიძლება არ დადონ. შეიძლება ერთ დღესაც უკრაინა რუსეთის გახდეს ან შეიძლება არ გახდეს”,_ განაცხადა ტრამპმა.
ამას გარდამ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა განაცხადა, რომ აშშ-ის დახმარების უკრაინის ბუნებრივი რესურსებით ანაზღაურება სურს.
„მინდა ჩვენი თანხები დაცული იყოს. ჩვენ ასეულობით მილიარდ დოლარს ვხარჯავთ. მათ ვუთხარი, რომ 500 მილიარდი დოლარის ღირებულების იშვიათი ლითონები მინდა და ისინი ამის გაკეთებას დათანხმდნენ“, – აღნიშნა ტრამპმა.