პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის „დიქტატორი არჩევნების გარეშე“ უწოდა, _ იუწყება foxnews.
„დიქტატორი არჩევნების გარეშე. ჯობს, ზელენსკიმ სწრაფად იმოქმედოს, თორემ ქვეყანა არ დარჩება“, _ წერს ტრამპი TRUTH Social-ზე.
„ამავდროულად, ჩვენ წარმატებით ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს რუსეთთან ომის დასრულების შესახებ. ყველა აღიარებს, რომ ამის გაკეთება მხოლოდ ტრამპს და ტრამპის ადმინისტრაციას შეუძლია.
ბაიდენს ეს არასოდეს უცდია, ევროპამ კი ვერ მოახერხა/ მშვიდობის დამყარება ვერ მოახერხა.
მე მიყვარს უკრაინა, მაგრამ ზელენსკიმ საშინელი სამუშაო გააკეთა, მისი ქვეყანა განადგურდა და მილიონობით ადამიანი დაიღუპა უაზროდ… და ეს გრძელდება…” _ ამბობს ტრამპი.