ტრამპის ადმინისტრაციამ უკრაინას მიაწოდა ქვეყნებს შორის იშვიათი მინერალების მიწოდების შეთანხმების „გაუმჯობესებული“ პროექტი მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ „გააბრაზა“ პრეზიდენტი ტრამპი მისი თავდაპირველი წინადადების უარყოფით, _ განუცხადეს საინფორმაციო სააგენტო Axios-ს უკრაინის და აშშ-ს ოფიციალურმა წარმომადგენელმა და ამ საკითხთან დაკავშირებულმა სამმა პირმა.
საკითხთან გარკვეული ჩინოვნიკი ამბობს, რომ ზელენსკის რამდენიმე თანაშემწემ მოუწოდა ხელი მოეწერა განახლებულ შეთანხმებაზე, რათა თავიდან აეცილებინა ტრამპთან შემდგომი კონფლიქტები და აშშ-ს პრეზიდენტისთვის მიეცა საშუალება, გაემართლებინა აშშ-ს მხარდაჭერის გაგრძელება უკრაინისადმი, _ იუწყება Axios.